Accessibility links

ავღანეთის საზღვრებთან, ნახევრად ავტონომიურ რეგიონებში


ავღანეთის საზღვრებთან, ნახევრად ავტონომიურ რეგიონებში პაკისტანის გასამხედროებული შენაერთები

ავღანეთის საზღვრებთან, ნახევრად ავტონომიურ რეგიონებში პაკისტანის გასამხედროებული შენაერთები
განაგრძობენ ალ-ყაიდისა და თალიბანის წევრთა ძებნას. გუშინდელი შეტაკებების შედეგად 15 ჯარისკაცი და 24 ეჭვმიტანილი დაიღუპა. მათ შორის არიან უცხოელებიც, რომლებიც, სამხედროთა მტკიცებით, ალ-ყაიდას ტერორისტული ქსელის წევრები იყვნენ. პაკისტანის ოფიციალურ პირთა განცხადებით, გასული წლის ოქტომბრიდან დღემდე, ეს ყველაზე სისხლიანი შეტაკება იყო. იერიში მას შემდეგ დაიწყო, რაც პაკისტანის პრეზიდენტმა ფერვეზ მუშარაფმა მოსახლეობას აღუთქვა, რომ ქვეყანას უცხოელი ტერორისტებისგან გაწმენდს.
XS
SM
MD
LG