Accessibility links

logo-print

თბილისში, "კავკასიურ სახლში" გამართული მწერალთა


თბილისში, "კავკასიურ სახლში" გამართული მწერალთა, მეცნიერთა და სამშვიდობო ორგანიზაციათა წარმომადგენლების

თბილისში, "კავკასიურ სახლში" გამართული მწერალთა, მეცნიერთა და სამშვიდობო ორგანიზაციათა წარმომადგენლების
კრების მონაწილეებმა აჭარის მოსახლეებისადმი მიიღეს მიმართვა, რომელშიც მათ მოუწოდებენ, თავი არ ჩაათრევინონ ავტონომიის ხელისუფლებას "საშვილიშვილო ცოდვასა და ანტისახელმწიფოებრივ დანაშაულში". როგორც მიმართვაშია ნათქვამი, "საქართველოს ხელისუფლებას უნდა მიეცეს საშუალება ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე აღასრულოს კონსტიტუციით მინიჭებული უფლება-მოვალეობანი, რაც მთელი საქართველოს კეთილდღეობის უპირველესი წინაპირობაა." მიმართვის ავტორთა თქმით, ძალადობა, სისხლისღვრა და დესტაბილიზაცია სჭირდებათ მხოლოდ საქართველოს მტრებს; ხოლო საქართველოს ხელისუფლებისა და საზოგადოების სასიცოცხლო ინტერესს წარმოადგენს მშვიდობა, სტაბილურობა და ქვეყნის ერთიანობა. მიმართვას ხელს აწერენ ვახუშტი კოტეტიშვილი, რამაზ ჩხიკვაძე, ნაირა გელაშვილი, ნანა ალექსანდრია, დავით მუსხელიშვილი, გაგა ნიჟარაძე და სხვები.
XS
SM
MD
LG