Accessibility links

logo-print

ბათუმში გაიმართა პარლამენტის თავმჯდომარის, ნინო


ბათუმში გაიმართა პარლამენტის თავმჯდომარის, ნინო ბურჯანაძისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარის, ასლან აბაშიძის შეხვედრა,

ბათუმში გაიმართა პარლამენტის თავმჯდომარის, ნინო ბურჯანაძისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარის, ასლან აბაშიძის შეხვედრა,
რომელიც მიზნად ისახავდა ცენტრსა და ავტონომიას შორის წარმოშობილი დაპირისპირების განმუხტვას, და საფუძვლის მომზადებას პრეზიდენტ სააკაშვილისა და რეგიონის ლიდერის შეხვედრისთვის. შეხვედრის შემდეგ ნინო ბურჯანაძემ და ასლან აბაშიძემ კმაყოფილება გამოთქვეს მოლაპარაკების მსვლელობით და ჟურნალისტებს აცნობეს, რომ პრეზიდენტ სააკაშვილთან აჭარის ავტონომიის ხელმძღვანელის შეხვედრა ხვალ გაიმართება. დღესვე, დილით, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი ვანო მერაბიშვილი მოსკოვში ჩავიდა, რათა რუსეთის ლიდერებთან ერთად აჭარაში შექმნილი სიტუაცია განიხილოს. დაგეგმილია მერაბიშვილის შეხვედრები რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან სერგეი ლავროვთან და უშიშროების საბჭოს მდივანთან, იგორ ივანოვთან.
XS
SM
MD
LG