Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბაღდადის ცენტრში, ერთ-ერთ სასტუმროში, დღეს


ბაღდადის ცენტრში, ერთ-ერთ სასტუმროში, დღეს საღამოს მომხდარმა ძლიერმა აფეთქებამ,

ბაღდადის ცენტრში, ერთ-ერთ სასტუმროში, დღეს საღამოს მომხდარმა ძლიერმა აფეთქებამ,
სულ ცოტა, 27 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. დაშავებულთა რიცხვი 40-ს აღემატება. როგორც რადიო "თავისუფლების" კორესპონდენტი ბაღდადიდან იტყობინება, აფეთქება ფირდოუსის მოედანზე მდებარე სასტუმროში მოხდა. ზოგიერთი ვარაუდის თანახმად, დაღუპულთა რიცხვი შეიძლება გაიზარდოს, რადგან "სასტუმრო მაუნტ ლებანონის" ნანგრევებში ჯერაც იმყოფება ხალხი. აფეთქების მიზეზებზე ოფიციალური ცნობა ჯერ არ გაუვრცელებიათ. მაგრამ როგორც აშშ-ის სარდლობის წარმომადგენელი იტყობინება, აფეთქდა სასტუმროსთან გაჩერებული დანაღმული ავტომანქანა.
XS
SM
MD
LG