Accessibility links

logo-print

დღეს ბათუმში ჩავიდა და აჭარის


დღეს ბათუმში ჩავიდა და აჭარის ლიდერს, ასლან აბაშიძეს შეხვდა საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი.

დღეს ბათუმში ჩავიდა და აჭარის ლიდერს, ასლან აბაშიძეს შეხვდა საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი.
მოლაპარაკების შემდეგ (საუბარმა სამ საათზე მეტხანს გასტანა) სააკაშვილმა თქვა, რომ გასცემს განკარგულებას აჭარის ბლოკადის მოხსნის შესახებ. [სააკაშვილის ხმა] "ბლოკადა არასოდეს ყოფილა. იყო შეზღუდვები. ისინი შუაღამისას გაუქმდება, რადგანაც მოვაგვარეთ ყველა საკითხი, რომლებმაც გამოიწვია ეს გაუგებრობა (მე ამას კონფლიქტს არ ვუწოდებდი) ადგილობრივ ხელმძღვანელობასა და საქართველოს მთავრობას შორის." სანქციები აჭარის წინააღმდეგ ამოქმედდა მას მერე, რაც აჭარის ტერიტორიაზე არ შეუშვეს მიხეილ სააკაშვილი. როგორც იუწყებიან, ასლან აბაშიძემ "შედეგიანი" უწოდა მიხეილ სააკაშვილთან დღეს გამართულ მოლაპარაკებას. საინფორმაციო სააგენტო "პრაიმ-ნიუსის" ცნობით, აბაშიძემ ჟურნალისტებს უთხრა, რომ ეს შეხვედრა საჭირო იყო, რადგან "შეხვედრებს შორის არსებული შუალედი დეზინფორმაციით უფრო ივსება, ვიდრე ობიექტური პრობლემებით". აბაშიძემ ჟურნალისტებს უთხრა ასევე, რომ კვლავ არ აპირებს თბილისში ჩასვლას. ბათუმში მიხეილ სააკაშვილი მოსკოვის მერს, იური ლუჟკოვსაც შეხვდა და ამ შეხვედრას "ძალიან სასიამოვნო"უწოდა. პრეზიდენტმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ ლუჟკოვს ასლან აბაშიძესთან მოლაპარაკების შემდეგ შეხვდა. როგორც სააკაშვილმა აღნიშნა, ლუჟკოვმა მას თავისი "სამეურნო გამოცდილება გაუზიარა".
XS
SM
MD
LG