Accessibility links

logo-print

რესტორანი "კავკასია" პრაღაში


ხმელთაშუა ზღვიდან ჩინეთამდე მცხოვრებ ხალხებს, ყველას,

თავისი განსაკუთრებული სამზარეულო აქვთ. მსოფლიოს ყველა კუთხეში შეხვდებით ჩინურს თუ ინდურს, ბერძნულს თუ იტალიურ, ტაილანდურს თუ თურქულ რესტორნებს. ამ ზოლში მცხოვრები ქართველები, მსოფლიო არენაზე კერძებით გასვლას ვერ ახერხებენ. საბჭოთა კავშირში ხარჩო და ხინკალი, ხაჭაპური და საცივი ცნობილი იყო და დედამიწის ამ ნაწილზე ფეხი ჩვენმა სამზარეულომ მოიკიდა. სხვაგან ის, შეიძლება ითქვას, ჯერჯერობით წარუმატებელია. პრაღაში უკვე საკმაო ხანია ხ მოქმედ რესტორანს "კავკასიას" ვეწვიეთ. მისი მფლობელი ახლა მზია ხუმარაშვილი. ვინც პრაღის ცენტრს იცნობს იმათ გასაგონად ვამბობ, მუსტეკთან, ძველი მოედნისკენ რომ მიდიხართ, მარჯვნივ პატარა ქუჩაზე, ჰაველსკაზე, იქ გარეთ სუვენირების და ასევე ხილის და ბოსტნეულის ბაზარიც არის, პასაჟში პატარა ბისტროს მსგავსი კუთხე ჰქონდა ქალბატონი მზიას , სხვა უცხო სამზარეულოებთან ეროთად მოწყობილ დარბაზში. იქვეა ახლა რესტორანი "კავკასია", რომელიც ყოფილი საბჭოთა კავშირის მოქალაქეებს და ქართველებს იზიდავს.
იხ. აუდიოვერსია.

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG