Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

19 მარტს საქართველოს პრეზიდენტმა ბრატისლავაში


19 მარტს საქართველოს პრეზიდენტმა ბრატისლავაში გამართული საერთაშორისო კონფერენციის მონაწილეებს მიმართა.

19 მარტს საქართველოს პრეზიდენტმა ბრატისლავაში გამართული საერთაშორისო კონფერენციის მონაწილეებს მიმართა.
კონფერენციის სახელწოდება გახლავთ ? "გაფართოებული ევროპა ? ახალი დღის წესრიგი". გთავაზობთ ნაწყვეტს მიხეილ სააკაშვილის დღევანდელი გამოსვლიდან: [სააკაშვილის ხმა] "ვფიქრობ, საქართველოს ხალხმა "ვარდების რევოლუციით" დაამტკიცა, რომ თავისუფლება ვრცელდება და გეოპოლიტიკას აღარ განაპირობებს სამხედრო ბაზები, სამხედრო ბაზები მთლიანად აღარ განსაზღვრავს გეოპოლიტიკას, ისევე როგორც აღარ განსაზღვრავს მას ძალა, ან რომელიმე საფინანსო ინსტიტუტი, არამედ მას განსაზღვრავს ის, თუ როგორ ფუნქციონირებს მთავრობა, რამდენად პასუხისმგებლურია ის, და აგრეთვე ის, თუ რა მიაჩნია ხალხს სასარგებლოდ თავიანთი ქვეყნისა და მომავლისთვის". ბრატისლავის კონფერენციაზე გამოვიდა აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევიც, რომელმაც ხაზი გაუსვა მისი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას: [ალიევის ხმა] "ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა უნდა აღდგეს. სომხეთის მხარე ცდილობს სხვაგვარად დააკანონოს ეს აგრესია და ოკუპაცია. ის, როგორც წესი, საერთაშორისო სამართლის სხვა პრინციპზე ? ადამიანთა თვითგამორკვევის უფლებაზე ლაპარაკობს. სომხებს უკვე აქვთ თავიანთი ქვეყანა, თავიანთი სახელმწიფო. მათი თვითგამორკვევა მათივე სახელმწიფო საზღვრებში განხორციელდა. წარმოიდგინეთ რისი მოწმე შეიძლება გავხდეთ, თუკი სომხები დაიწყებენ თვითგამორკვევას ყველგან, სადაც ცხოვრობენ. ვიცით, რომ ისინი ბევრ ქვეყანაში ცხოვრობენ, რაც არ ნიშნავს, რომ ყველგან, საადც ცხოვრობენ მათ ავტონომია უნდა შექმნან". ალიევის ამ გამოსვლის თაობაზე სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ვარდან ოსკანიანმა ჩვენს რადიოსთან საუბარში აღნიშნა: [ოსკანიანის ხმა] "მიმაჩნია და კონფერენციის მონაწილეთა უმრავლესობა ასე ფიქრობს, რომ ასეთი რამის თქმითა და მთიანი ყარაბაღის მოსახლეობის სხვადასხვა ქვეყნებში მცხოვრებ სომხებთან შედარებით აზერბაიჯანის პრეზიდენტმა საკუთარი თავი ჩიხში მოიმწყვდია და დაასუსტა საკუთარივე არგუმენტი, როცა განაცხადა, რომ მთიანი ყარაბაღის კოფლიქტის მოგვარების უმთავრესი პრინციპი უნდა იყოს ტერიტორიული მთლიანობა და არა თვითგამორკვევა". ბრატისლავაში საქართველოსა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებმა აჭარის საკითხზეც ისაუბრეს. მიხეილ სააკაშვილმა ილჰამ ალიევს განუცხადა, რომ აჭარაში სამდღიანი ეკონომიკური სანქციის მოხსნის შემდეგ ორ ქვეყანას შორის ვაჭრობა ნორმალურ კალაპოტს დაუბრუნდება.
XS
SM
MD
LG