Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვლადიმირ პუტინმა მძაფრად დაგმო კოსოვოში


ვლადიმირ პუტინმა მძაფრად დაგმო კოსოვოში მომხდარი ძალადობა "თავად ჩვენი დასავლელი კოლეგები აღიარებენ,

ვლადიმირ პუტინმა მძაფრად დაგმო კოსოვოში მომხდარი ძალადობა "თავად ჩვენი დასავლელი კოლეგები აღიარებენ,
რომ ის, რაც კოსოვოში ხდება ეთნიკური წმენდაა და სხვა არაფერი, და შესაბამისად მძაფრი რეაგირებაა საჭირო, ამ შემთხვევაში სერბების დასაცავად", - განაცხადა პრეზიდენტმა პუტინმა დღევანდელ თათბირზე, მოსკოვში, რომელსაც რუსეთის მთავრობის მეთაური, ადმინისტრაციის ხელმძღვანელი და ძალოვან უწყებათა მინისტრები ესწრებოდნენ.
პუტინმა, უშიშროების საბჭოს მდივანს იგორ ივანოვსა და საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი ლავროვს დაავალა - რუსეთის პოზიცია ჩამოაყალიბონ კოსოვოს პრობლემასთან მიმართებაში. იუწყებიან, რომ დღეს კოსოვოში, შედარებითი სიმშვიდე იყო. პროვინციაში მოელიან გერმანელ მშვიდობისდამცველებს იმ ორიათასკაციანი კონტინგენტიდან, რომელიც პროვინციაში განთავსებულ, ნატოს 18 ათასკაციან კორპუსს შეუერთდება.
XS
SM
MD
LG