Accessibility links

logo-print

დაბოლოს, ერთი სასიამოვნო ცნობა სპორტის


დაბოლოს, ერთი სასიამოვნო ცნობა სპორტის მოყვარულთათვის.

დაბოლოს, ერთი სასიამოვნო ცნობა სპორტის მოყვარულთათვის.
ქართველი ჩოგბურთელი ირაკლი ლაბაძე წარმატებით განაგრძობს ასპარეზობას აშშ-ის ქალაქ ინდიან უელსის დიდ საერთაშორისო ტურნირში, რომლის საპრიზო ფონდი ორი მილიონ რვაასი ათასი დოლარია. მეოთხედფინალში ლაბაძემ ამერიკელი ჯეიმს ბლეიკი დაამარცხა ანგარიშით: 6:7, 6:4, 6:1. ნახევარფინალში ქართველი სპორტსმენი ბრიტანელ ტიმ ჰენმენს დაუპირისპირდება. მეორე ნახევარფინალურ წყვილში ამერიკელ ანდრე აგასისა და მსოფლიოს პირველ ჩოგანს, შვეიცარიელ როგერ ფედერერს ვიხილავთ.
XS
SM
MD
LG