Accessibility links

logo-print

ბასკების სეპარატისტულმა დაჯგუფება "ეტამ" გაავრცელა


ბასკების სეპარატისტულმა დაჯგუფება "ეტამ" გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ ეს ორგანიზაცია მზად არის

ბასკების სეპარატისტულმა დაჯგუფება "ეტამ" გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ ეს ორგანიზაცია მზად არის
ესპანეთის ახალ მთავრობასთან თანამშრომლობისთვის. ეტამ განცხადება ბასკეთის გაზეთით გაავრცელა და ესპანეთის პრემიერ-მინისტრად არჩეულ ხოსე ლუის როდრიგეს ზაპატეროს მშვიდობის დასაცავად "ძლიერი და თამამი" ნაბიჯის გადადგმისკენ მოუწოდა. კვირასვე გაზეთ "ელ პაისში" გამოქვეყნდა ესპანეთის პრემიერ-მინისტრის მოსაზრებებიც. ზაპატერო ევროკავშირს ტერორიზმთან ბრძოლის ახალი სტრატეგიის შემუშავებისკენ მოუწოდებს და ხაზს უსვამს, რომ ეს ბრძოლა აბსოლუტურ პრიორიტეტად რჩება. 21 მარტს ათასობით ესპანელი დაესწრო 11 მარტის აფეთქებების მსხვერპლთა გახსენების ცერემონიას. შეგახსენებთ, "ეტა" უარყოფს მადრიდის აფეთქებებში მონაწილეობას, რაც ისლამისტ მეაომბოხეებზე ეჭვს აძლიერებს.
XS
SM
MD
LG