Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის კომისარი


ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის კომისარი ალვარო ხილ რობლესი კვირას ბათუმში ავტონომიის ლიდერს - ასლან აბაშიძეს,

ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის კომისარი ალვარო ხილ რობლესი კვირას ბათუმში ავტონომიის ლიდერს - ასლან აბაშიძეს,
მოგვიანებით კი საქართველოს პრეზიდენტს - მიხეილ სააკაშვილს შეხვდა. ხილ რობლესმა შეხვედრების შემდეგ აღნიშნა, რომ ორ ლიდერს შორის კრიზისის მოსაგვარებლად ჯერ კიდევ "ძალიან ბევრია გასაკეთებელი". ხილ რობლესის თქმით, ის შეეცადა დაერწმუნებინა ასლან აბაშიძე იმის აუცილებლობაში, რომ მან უნდა აღიაროს საქართველოს პრეზიდენტის - მიხეილ სააკაშვილის ძალაუფლება და უზრუნველყოს თავისუფალი და სამართლიანი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება აჭარაში. აბაშიძემ კი ჟურნალისტებს უთხრა, რომ "ევროსაბჭო საფუძვლიანად ეკიდება პრობლემას და სწავლობს არა მხოლოდ კონფლიქტს, არამედ მისი წარმოქმნის მიზეზებს, რათა მომავალში გამოირიცხოს დაპირისპირება". ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის კომისარს მიაჩნია, რომ საპარლამენტო არჩევნების შემდეგ თბილისსა და ბათუმს შორის მოლაპარაკებები უნდა გაგრძელდეს. კვირასვე აჭარას ვითარების გასაცნობად ეწვია თურქეთის დელეგაციაც, რომელსაც ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი, პარლამენტარი - იაშარ იაკიში ხელმძღვანელობს.
XS
SM
MD
LG