Accessibility links

logo-print

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს


აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე ასლან აბაშიძე ვალეს საბაჟოზე და ფოთის პორტში

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე ასლან აბაშიძე ვალეს საბაჟოზე და ფოთის პორტში
თავისი წარმომადგენლის დანიშვნას ითხოვს. როგორც აბაშიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, მისი წარმომადგენლების დანიშვნას პრინციპული მნიშვნელობა აქვს. აბაშიძის თქმით, იგი მზად არის, გააუქმოს ავტონომიის ტერიტორიაზე მოქმედი საგანგებო მდგომარეობა, თუ საქართველოს გენერალური პროკურატურა შეწყვეტს სისხლის სამართლის საქმეებს აჭარის მაღალჩინოსნების მიმართ და საზღვაო ბანკს საქართველოს ეროვნული ბანკი ლიცენზიას აღუდგენს. 18 მარტს, ბათუმში მიხეილ სააკაშვილის სტუმრობისას, გადაწყდა, რომ პრეზიდენტი თავის წარმომადგენლებს დანიშნავდა ბათუმის პორტსა და სარფის საბაჟოზე. პრეზიდენტის ადმინისტრაციაზე დაყრდნობით, პრაიმ-ნიუსის სააგენტო იუწყება, რომ სააკაშვილისა და აბაშიძის მოლაპარაკებისას ვალესა და ფოთში ავტონომიის ხელმძღვანელის წარმომადგენელთა დანიშვნაზე საუბარი არ ყოფილა.
XS
SM
MD
LG