Accessibility links

logo-print

საპარლამენტო არჩევნების პროცესს აჭარაში მეთვალყურეობას


საპარლამენტო არჩევნების პროცესს აჭარაში მეთვალყურეობას გაუწევს ეუთოს 50 წარმომადგენელი, ხოლო თბილისში 86 მოკლევადიანი მეთვალყურე იმუშავებს.

საპარლამენტო არჩევნების პროცესს აჭარაში მეთვალყურეობას გაუწევს ეუთოს 50 წარმომადგენელი, ხოლო თბილისში 86 მოკლევადიანი მეთვალყურე იმუშავებს.
ეუთოს სამეთვალყურეო მისიის პრესანალიტიკოსის ლუჩია სკოტონის ცნობით, მოკლევადიანი მეთვალყურეები ამ კვირაში ჩავლენ თბილისში, ხოლო რამდენიმე დღეში რეგიონებში გაემგზავრებიან. რაც შეეხება ეუთოს გრძელვადიან მეთვალყურეებს, საქართველოს მასშტაბით ამჟამად მუშაობს 27 ასეთი მეთვალყურე, რომელთაგან ოთხი აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში იმყოფება. 28 მარტის საპარლამენტო არჩევნებში 14 პოლიტიკური პარტია და ხუთი საარჩევნო ბლოკი მონაწილეობს.
XS
SM
MD
LG