Accessibility links

logo-print

ღაზის სექტორში მოკლეს "ჰამასის" ექსტრემისტული


ღაზის სექტორში მოკლეს "ჰამასის" ექსტრემისტული დაჯგუფების სულიერი ლიდერი შეიხი აჰმედ იასინი.

ღაზის სექტორში მოკლეს "ჰამასის" ექსტრემისტული დაჯგუფების სულიერი ლიდერი შეიხი აჰმედ იასინი.
ისრაელის შვეულმფრენებმა იასინს იმ დროს დაუშინეს ცეცხლი, როცა იგი მეჩეთიდან გამოდიოდა. იასინის დაკრძალვის ცერემონიაში ორასი ათასზე მეტმა პალესტინელმა მიიღო მონაწილეობა. მასობრივი საპროტესტო აქციები გაიმართა მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზეც. პალესტინელთა ავტონომიის ხელმძღვანელმა იასირ არაფატმა მკაცრად დაგმო იასინის მკვლელობა და ავტონომიის ტერიტორიაზე სამდღიანი გლოვა გამოაცხადა. სარაკეტო დარტყმის შედეგად, იასინის გარდა, კიდევ სამი ადამიანი დაიღუპა. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა არიელ შარონმა ამასთან დაკავშირებით განაცხადა: [არიელ შარონის ხმა] "ისრაელის სახელმწიფომ იერიში მიიტანა პალესტინელ თვითმკვლელ ტერორისტთა ერთ-ერთ ლიდერზე. ამ კაცის იდეოლოგია იყო ებრაელთა განადგურება მარტო იმისთვის, რომ ისინი ებრაელები არიან, და ისრაელის სახელმწიფოს მოსპობა. ომი ტერორიზმის წინააღმდეგ არ დამთავრებულა. ეს რთული კამპანიაა და მთელმა მსოფლიომ უნდა გააცნობიეროს, რომ მასში მონაწილეობა აუცილებელია. ებრაელი ხალხის უფლებაა - ისევე, როგორც ნებისმიერი სხვა ხალხისა - ებრძოლოს იმათ, ვისაც მისი განადგურება სურს." "ჰამასი" და პალესტინელთა სხვა რადიკალური დაჯგუფებები იმუქრებიან, რომ შურს იძიებენ აჰმედ იასინის მკვლელობისთვის.
ისრაელის არმიამ პალესტინელთა ტერიტორიები ჩაკეტა.
XS
SM
MD
LG