Accessibility links

ბაღდადში დღეს ორი ფინელი ბიზნესმენი


ბაღდადში დღეს ორი ფინელი ბიზნესმენი მოკლეს. ფინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით,

ბაღდადში დღეს ორი ფინელი ბიზნესმენი მოკლეს. ფინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით,
შესაძლო კონტრაქტთან დაკავშირებით მოლაპარაკების გასამართად ბაღდადში ჩასული საქმოსნები ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს დაუდგენელმა პირებმა. დღესვე ერაყის დედაქალაქში, აშშ-ის სამხედრო ბაზის ჭიშკართან, დანაღმული ავტომანქანა აფეთქდა. აფეთქების შედეგად, საჭესთან მჯდომი თვიმკვლელი ტერორისტის გარდა, დაიღუპა ექვსი ერაყელი ჯარისკაცი. წუხელ, ბაღდადშივე, გზის პირას ჩადებული ნაღმის აფეთქებამ ერთი ამერიკელი სამხედრო მოსამსახურისა და ადგილობრივი თარჯიმნის სიცოცხლე იმსხვერპლა. სამი ჯარისკაცი დაიჭრა.
XS
SM
MD
LG