Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთის პრეზიდენტმა ჰამიდ კარზაიმ 1500-მდე


ავღანეთის პრეზიდენტმა ჰამიდ კარზაიმ 1500-მდე სამხედრო მოსამსახურე გაგზავნა ჰერათის პროვინციაში,

ავღანეთის პრეზიდენტმა ჰამიდ კარზაიმ 1500-მდე სამხედრო მოსამსახურე გაგზავნა ჰერათის პროვინციაში,
სადაც სამოქალაქო ავიაციისა და ტურიზმის მინისტრის მკვლელობას ცხარე შეტაკებების ტალღა მოჰყვა. შეტაკებები გუშინ დაიწყო - მას შემდეგ, რაც შეიარაღებული თავდასხმის შედეგად მოკლულ იქნა პროვინციის გუბერნატორის ისმაილ ხანის ვაჟი, სამოქალაქო ავიაციისა და ტურიზმის მინისტრი მირვაის სადეყი. შეტაკებებში ასზე მეტი ადამიანი დაიღუპა. პრეზიდენტის პრესმდივნის, ჰამიდ ელმის თქმით, ჯარისკაცების გაგზავნა მიზნად ისახავს პროვინციაში წესრიგის აღდგენას და სამოქალაქო პირთა უსაფრთხოების უზრუნველყოფას. აი, რა განაცხადა აშშ-ის სარდლობის წარმომადგენელმა ბრაიან ჰილფერტიმ: [ბრაიან ჰილფერტის ხმა] "ჩვენი შენაერთები, რომლებიც ჰერათის პროვინციას ეკონომიკის აღდგენაში ეხმარებიან, უცხოეთის წარმომადგენელთა უსაფრთხოებაზე ზრუნავენ. ჩვენ მოვახდინეთ გერმანიის საკონსულოს მუშაკთა ევაკუაცია და შევიფარეთ იტალიის ელჩი, რომელიც იმ დღეს ჰერათს სტუმრობდა. ჩვენი მონაცემებით, ამერიკელთაგან არავინ დაზარალებულა და არც შეტაკებებში ყოფილა ჩაბმული."
XS
SM
MD
LG