Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რა ზეგავლენას იქონიებს ''ჰამასის'' ლიდერის მკვლელობა ვაშინგტონის პოლიტიკაზე ახლო აღმოსავლეთში?


ანდრო ეული, პრაღა ექსტრემისტული დაჯგუფება "ჰამასის" სულიერი ლიდერის, აჰმედ იასინის მოკვლა,

რაც ორშაბათს მოხდა ისრაელის მიერ ღაზის სექტორში განხორციელებული რეიდის დროს, ერთხმად დაგმეს ევროპის ლიდერებმა, მაშინ როცა შეერთებული შტატების რეაქცია რამდენადმე თავშეკავებული იყო.

ვაშინგტონში გამართულ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტებს სურდათ გაეგოთ მთავარი - ხომ არ იყო შეერთებული შტატები წინასწარ ინფორმირებული, რომ ისრაელს იასინის მოკვლა ჰქონდა განზრახული; იასინისა, რომელიც უდიდესი გავლენით სარგებლობდა პალესტინელთა ტერიტორიებზე, ხოლო ისრაელმი მას, "პალესტინელ ოსამა ბინ ლადენად" მოიხსენიებდა.

როგორც სახელმწიფო დეპარტამენტმა, ასევე თეთრმა სახლმა გააკრიტიკეს ისრაელის მოქმედება, როგორც "უაღრესად შემაშფოთებელი" , მაშინ როცა ევროპის კავშირმა მკაცრად დაგმო "ჰამასის" სულიერი ლიდერის მკვლელობა. თეთრი სახლის პრესმდივანმა სკოტ მაკკლელანმა განაცხადა [სკოტ მაკკლელანის ხმა]: "დღეს ჩვენ, კვლავ მოვუწოდებთ ყველა მხარეს, გამოიჩინონ თავშეკავება - ამისკენაა მიმართული ჩვენი ძალისხმევა - რათა განვაახლოთ სამშვიდობო პროცესი. და კიდევ ერთხელ მინდა გარკვევით განვაცხადო, რომ ჩვენ არ ვყოფილვართ წინასწარ ინფორმირებული მოსალოდნელი მკვლელობის შესახებ".

თუმცა არაბები ვარაუდობენ, რომ შეერთებულმა შტატებმა, როგორც ისრაელის უახლოესმა მოკავშირემ, ალბათ წვანე შუქი მისცა წინასწარ იასინის მკვლელობას, ან ყოველ შემთხვევაში, თვალი დახუჭა და არაფერი იღონა იმისთვის, რომ ისრაელს სისრულეში არ მოეყვანა თავისი განზრახვა.

"ჰამასს" ეჭვი არ ეპარება, რომ ვაშინგტონი წინასწარ იყო ინფორმირებული მოსალოდნელი მკვლელობის შესახებ. ამ დაჯგუფების ლიდერებმა განაცხადეს, რომ ამიერიდან მათი სამიზნე შეერთებული შტატები იქნება.

ცნობილი ამერიკელი ექსპერტი ახლო აღმოსავლეთის საკითხებში ჰენრი სიგმენი მიიჩნევს, რომ იასინის მკვლელობამ დარტყმა მიაყენა შეერთებული შტატების ავტორიტეტს ახლო აღმოსავლეთის რეგიონში [ჰენრი სიგმენის ხმა]: "სავსებით შესაძლებელია, რომ ისრაელმა წინასწარ აცნობა თავისი განზრახვა თეთრი სახლის ადმინისტრაციას. მაგრამ თუკი ისინი იკითხვადნენ - შეგვიძლი ამის გაკეთებაო? - დარწმუნებლი ვარ იმაში, რომ შეერთებული შტატები არ იტყოდა, კი ბატონო, იმოქმედეთო. ვაშინგტონმა ალბათ, არ უპასუხა საერთო ამ შეკითხვას. რაც ისრაელის პრემიერ-მინისტრმა არიელ შარონმა არა მწვანე, არამედ ყვითელ შუქად აღიქვა და დაასკვნა, რომ არც ისე სავალალო იქნება შედეგი, თუკი ჩანაფიქრს აღასრულებს".

ჰენრი სიგმენის თქმით, ოფიციალური ვაშინგტონის პირველმა რეაქციამ იასინის მკვლელობაზე შექმნა იმგვარი შთაბეჭდილება, რომ შეერთებულმა შტატებმა მწვანე შუქი მისცა ამ საქმეში ისრაელს. თეთრი სახლის მრჩეველმა ეროვნული უშიშროების საკითხებში კონდოლიზა რაისმა, მაგალითად, ტერორიზმთან იასინის კავშირებზე გაამახვილა ყურადღება თავის განცხადებაში, ხოლო ისრაელი არ გაუკრიტიკებია.

სიგმენმა აღნიშნა ამასთანავე, რომ აჰმედ იასინის მკვლელობა უაღრესად გაართულებს "საგზაო რუკის" სახელით ცნობილი სამშვიდობო გეგმის განხორციელებას.

ისრაელმა სრულ საბრძოლო მზადყოფნაში მოიყვანა თავისი უშიშროების ძალები მას შემდეგ, რაც "ჰამასი" სამაგიერო გახადით დაიმუქრა აჰმედ იასინის მკვლელობასთან დაკავშირებით.
XS
SM
MD
LG