Accessibility links

logo-print

ამერიკის შეერთებული შტატების სამხედროთა განცხადებით


ამერიკის შეერთებული შტატების სამხედროთა განცხადებით, დღეს

ამერიკის შეერთებული შტატების სამხედროთა განცხადებით, დღეს
ერაყის საპატიმროებიდან დაახლოებით 500 ადამიანი გაათავისუფლეს.
პოლკოვნიკმა ჯილ მორგენტალერმა განაცხადა, რომ 494 ყოფილი პატიმარი საზოგადოებისთვის საფრთხეს აღარ წარმოადგენს. ამის მიუხედავად დღეს ერაყში პოლიციელებზე თავდასხმა მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, შეიარაღებულმა თავდამსხმელმა 5 პოლიციელი მოკლა. ინციდენტი ბაღდადის სამხრეთით ქალაქ ჰილაში მოხდა.დღესვე ერაყის შინაგან საქმეთა მინისტრმა ნორი ბადრანიმ თქვა, რომ 30 ივნისს ხელისუფლების გადაბარების შემდეგ ერაყის უშიშროების ძალები ვერ იქნებიან მზად თავიანი სამუშაოს შესრულებისთვის.
XS
SM
MD
LG