Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სერბიის და ჩერნოგორიის პრეზიდენტმა დღეს


სერბიის და ჩერნოგორიის პრეზიდენტმა დღეს დამოუკიდებელი კოსოვოს შექმნის თაობაზე გაფრთხილება გამოთქვა.

სერბიის და ჩერნოგორიის პრეზიდენტმა დღეს დამოუკიდებელი კოსოვოს შექმნის თაობაზე გაფრთხილება გამოთქვა.
მისი აზრით, ეს ბალკანეთის დესტაბილიზაციას გამოიწვევს. სვეტოზარ მაროვიჩმა თქვა, რომ ამასწინანდელმა ძალადობამ დაადასტურა, რამდენად დიდი სიფრთხილე და პასუხიმგებლობაა საჭირო კოსოვოს თაობაზე გადაწყვეტილების მიღებისას. კოსოვოს სერბიის ნაწილია და მას ახლა გაერო განაგებს. ამ დღეებში ეთნიკურ ალბანელებსა და სერბებს შორის მომხდარი სისხლიანი შეტაკებისას გარდაცვლილ 28 ადამიანს შორის უმრავლესობას სერბები შეადგენენ.
დღეს სერბია ჩერნოგორიის პრემიერი ვოისლავ კოშტუნიცა ევროპის კავშირის ლიდერებს შეხვდა. პრემიერ მინისტრმა განაცხადა, რომ იგი ევროკავშირისგან კოსოვოს დეცენტრალიზაციის გეგმაში მხარდაჭერას ითხოვს.
კოშტუნიცამ განაცხადა, რომ კოსოვოს კანტონიზაცია სერბებისა და სხვა ეროვნული უმცირესობების უფლებების დაცვის გარანტია იქნება. მისი თქმით, აღნიშნული გეგმა არანაირად არ იმოქმედებს კოსოვოს საბოლოო სტატუსზე.
XS
SM
MD
LG