Accessibility links

logo-print

გაეროს უშიშროების საბჭო განიხილავს პალესტინელთა


გაეროს უშიშროების საბჭო განიხილავს პალესტინელთა ორგანიზაციის "ჰამასის" სულიერი ლიდერის იასინის ისრაელის არმიის მიერ მოკვლის საკითხს.

გაეროს უშიშროების საბჭო განიხილავს პალესტინელთა ორგანიზაციის "ჰამასის" სულიერი ლიდერის იასინის ისრაელის არმიის მიერ მოკვლის საკითხს.
შეხვედრა იმართება მას მერე, რაც დისკუსია მოეწყო განცხადების თაობაზე, რომლის ფორმულირებაზე ვერ შეთანხმდენენ, რადგან ვერ გადაილახა აშშ-ის წინააღმდეგობა.აშშ-ის წარმომადგენელმა გაეროში ჯონ ნეგროპონტემ თქვა, რომ განცხადება ვერ მიიღეს იმის გამო, რომ მასში არ იყო ლაპარაკი "ჰამასის" მიერ ტერორისტული აქტების მოწყობის შესახებ. ჟენევაში გაეროს ადამიანის უფლებათა დამცველი გაეროს კომისარიატი საგანგებო სხდომას მოაწყობს იასინზე თავდასხმის გამო მაჰმადიანური ქვეყნების მოთხოვნით. 53 წევრი ქვეყანა კენჭს უყრის რეზოლუციას, რომელიც გმობს იასინის მოკვლას და ისრაელის პოლიტიკას, რომელსაც ის "ლიკვიდაციას" და "გასამართლების გარეშე დასჯას" უწოდებს.
XS
SM
MD
LG