Accessibility links

"ჰამასის "პოლიტიკურმა ლიდერმა პალესტინის გასამხედროებული


"ჰამასის "პოლიტიკურმა ლიდერმა პალესტინის გასამხედროებული დაჯგუფების დამფუძნებლის შეიხ აჰმედ იასინის მკვლელობის გამო, დღეს კიდევ ერთხელ გაიმეორა შურისძიების მუქარა ისრაელის მიმართ.

"ჰამასის "პოლიტიკურმა ლიდერმა პალესტინის გასამხედროებული დაჯგუფების დამფუძნებლის შეიხ აჰმედ იასინის მკვლელობის გამო, დღეს კიდევ ერთხელ გაიმეორა შურისძიების მუქარა ისრაელის მიმართ.


ხალედ მაშაალმა როიტერს განუცხადა, რომ იასინის მკვლელობის შემდეგ დაცულად ისრაელის არც ერთი მოქალაქე არ უნდა გრძნობდეს თავს. მან ასევე თქვა, რომ ისრაელის ლიდერებზე, მათ შორის პრემიერ-მინისტრ არიელ შარონზე თავდასხმა ჰამასის თითოეული მებრძოლის უფლება და მოვალეობაა.


გაერთიანებული ერების ორგანიზაციისგან არაბული სახელმწიფოები უსაფრთხოების საბჭოს მიერ იასინის მკვლელობის დამგმობი დოკუმენტის მიღებას ითხოვენ. დღეს მათ მხარი დაუჭირა რუსეთმაც. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ იური ფედოტოვმა განაცხადა, რომ დოკუმენტი ბალანსირებულია. რეზოლუციის პროექტზე კენჭისყრა უშიშროების საბჭოში დღეს, თბილისის დროით ღამის პირველ საათზე დაიწყება.



რეზოლუციით დაგმობილია "ჰამასის" დამფუძნებლის იასინის მკვლელობა, ისევე, როგორც "ტერორისტული თავდასხმა ნებისმიერ სამოქალაქო პირზე.

ამერიკის შეერთებული შტატები აპირებს ვეტო დაადოს რეზოლუციას და აღნიშნოს, რომ 2000 წლიდან მოყოლებული ისრაელში ასობით ადამიანზე განხორციელებულ თავდასხმებზე პასუხისმგებლობა სწორედ "ჰამასს" ეკისრება.
XS
SM
MD
LG