Accessibility links

ბრიტანეთის პრემიერ მინისტრი ტონი ბლერი


ბრიტანეთის პრემიერ მინისტრი ტონი ბლერი დღეს ტრიპოლის გარეუბანში ლიბიის ლიდერს მუამარ კადაფის შეხვდა.

ბრიტანეთის პრემიერ მინისტრი ტონი ბლერი დღეს ტრიპოლის გარეუბანში ლიბიის ლიდერს მუამარ კადაფის შეხვდა.

მეორე მსოფლიო ომის დროიდან, უინსტონ ჩერჩილის შემდეგ, ბლერი პირველი ბრიტანელი ლიდერია, რომელიც ლიბიაში ჩავიდა.
ბლერის ვიზიტი პასუხია ლიბიის მიერ გაკეთებულ განცხადებაზე მასობრივი განადგურების იარაღის პროგრამიდან გასვლის შესახებ. აღნიშნული განცხადება ბრიტანეთთან და ამერიკის შეერთებულ შტატებთან წარმოებული საიდუმლო მოლაპარაკებების შემდეგ, გასული წლის დეკემბერში გაკეთდა.
იტალიისა და ესპანეთის ლიდერები ამ თვეში ასევე შეხვდნენ კადაფის. გასულ კვირას კი ლიბიაში იმყოფებოდა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწე უილიამ ბარნსი. გასული 30 წელზე მეტი სხნის განმავლობაში იგი შეერთებული შტატების მიერ ლიბიაში წარგზავნილი ყველაზე მაღალი დონის ოფიციალური პირი აღმოჩნდა.

XS
SM
MD
LG