Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დღეს იუგოსლავიის ყოფილმა პრეზიდენტმა სლობოდან


დღეს იუგოსლავიის ყოფილმა პრეზიდენტმა სლობოდან მილოშევიჩმა მის პროცესზე ახალი მოსამართლის დანიშვნის კომენტირებაზე უარი განაცხადა.

დღეს იუგოსლავიის ყოფილმა პრეზიდენტმა სლობოდან მილოშევიჩმა მის პროცესზე ახალი მოსამართლის დანიშვნის კომენტირებაზე უარი განაცხადა.
სამაგიეროდ კიდევ ერთხელ მოუწოდა ჰააგის სასამართლოს მისცეს მას თავისი უფლებების გამოყენებისა და თავის დაცვისათვის მომზადების საშუალება. ამისათვის მან გათავისუფლება ითხოვა.

გაერთიანებული ერების ომის დანაშაულთა ტრიბუნალზე მილოშევიჩის პროცესის მთავარი მოსამართლე რიჩარდ მეი, ავადმყოფობის გამო მილოშევიჩის საქმეს გასულ თვეში ჩამოსცილდა.

მეის შემცვლელის შესახებ გადაწყვეტილებას ასეთ ვითარებაში მოსამართლეთა ჯგუფი მიიღებს და გაერო დაამტკიცებს.
XS
SM
MD
LG