Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

არაბული ლიგის გენერალურმა მდივანმა ამრ


არაბული ლიგის გენერალურმა მდივანმა ამრ მუსამ მკაცრად გააკრიტიკა ისრაელი პალესტინელების გასამხედროებულ მოძრაობა "ჰამასის" ლიდერის,

არაბული ლიგის გენერალურმა მდივანმა ამრ მუსამ მკაცრად გააკრიტიკა ისრაელი პალესტინელების გასამხედროებულ მოძრაობა "ჰამასის" ლიდერის,
შეიხ აჰმედ იასინის მკვლელობის გამო. მუსამ ტუნისში, არაბული ლიგის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე გაარიტიკა აშშ-ც იმის გამო, რომ მან ვეტო დაადო გაეროს რეზოლუციას, რომელიც გმობდა ისრაელს იასინის მოკვლასთან დაკავშირებით. აშშ-მა ვეტოს უფლება გუშინ გამოიყენა, რახან რეზოლუციაში არ იყო ლაპარაკი "ჰამასის", ანუ იასინის მიერ დაარსებული ორგანიზაციის პასუხისმგებლობაზე თვითმკვლელების მიერ მოწყობილი აფეთქებებისათვის - ამ იერიშებს ისრაელის ასობით მკვიდრის სიცოცხლე აქვს შეწირული. იუწყებიან ასევე, რომ დღეს ათასობით მუსულმანი მონაწილეობდა დემონსტრაციებში იასინის მოკვლის გამო პროტესტის გამოსათქმელად. ეს დემონსტრაციები მრავალ მაჰმადიანურ ქვეყანაში, მათ შორის ირანსა და ერაყშიც გაიმართა პარასკევის ლოცვის შემდეგ.
XS
SM
MD
LG