Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შინაგან საქმეთა


აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრი უარყოფს

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრი უარყოფს
საქართველოს უშიშროების სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს აჭარაში მაღალჩინოსნებს დაქირავებული ჰყავდათ მკვლელი, რომელსაც დავალებული ჰქონდა ასლან აბაშიძის ოპონენტების ლიკვიდაცია. როგორც აჭარის შინაგან საქმეთა მინისტრმა ჯემალ გოგიტიძემ ჟურნალისტებს უთხრა, ეს ინფორმაცია უსაფუძვლოა. მანამდე, დღესვე გამართულ პრეს-კონფერენციაზე საქართველოს უშიშროების მინისტრის მოადგილემ, გიგი უგულავამ აღნიშნა, რომ დააკავეს ვინმე ლერი ბერიძე, რომელსაც რამდენიმე ადამიანის, მათ შორის "ჩვენი აჭარის" ლიდერების ედვარდ სურმანიძისა და კობა ხაბაზის მოკვლა ევალებოდა.
XS
SM
MD
LG