Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პოლონეთის პრემიერ-მინისტრი ლეშეკ მილერი, მისივე


პოლონეთის პრემიერ-მინისტრი ლეშეკ მილერი, მისივე თქმით, 2 მაისს გადადგება.

პოლონეთის პრემიერ-მინისტრი ლეშეკ მილერი, მისივე თქმით, 2 მაისს გადადგება.
როგორც მილერმა დღეს ვარშავაში განაცხადა, ის პრეზიდენტს გადადგომის თხოვნით მიმართავს 2 მაისს, ანუ ევროკავშირში პოლონეთის გაწევრიანების მომდევნო დღეს. მილერის გადაწყვეტილება მოჰყვა მმართველი პარტიიდან 30-მდე პარლამენტარის გასვლას და მათ მიერ მილერის გადაყენების მოთხოვნას. პარლამენტარების ჯგუფს სათავეში უდგას პარლამენტის თავმჯდოამრე მარეკ ბოროვსკი, რომლის თქმით, აუცილებელია პრემიერ-მინისტრის გამოცვლა და ცვლილება მთავრობაში. მაგრამ, მისივე თქმით, ყოველივე ამან ხელი არ უნდა შეუშალოს 1 მაისს პოლონეთის ევროკავშირში გაწევრიანებას. ბოროვსკი ვადამდელი არჩევნების მომხრეა, თუ არ შეიქმნა ახალი ძლიერი, სტაბილური მთავრობა.
XS
SM
MD
LG