Accessibility links

logo-print

საქართველოში კულტურული და რელიგიური ღონისძიებებით


საქართველოში კულტურული და რელიგიური ღონისძიებებით აღინიშნება ყოფილი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას დაბადების 65-ე წლისთავი.

საქართველოში კულტურული და რელიგიური ღონისძიებებით აღინიშნება ყოფილი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას დაბადების 65-ე წლისთავი.
სახელმწიფო მინისტრ გურამ აბსანძის თქმით, ღონისძიებები ხვალ დაიწყება და 6 თვე გასტანს. ზვიად გამსახურდია 1939 წლის 31 მარტს დაიბადა და გარდაიცვალა 1993 წელს. მისი სიკვდილის გარემოებები დაუდგენელია. საქართველოს ამჟამინდელ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს ნათქვამი აქვს, რომ მართებულად მიიჩნევს გამსახურდიას ნეშტის საქართველოში გადასვენებას. გამსახურდია ჩეჩნეთშია დაკრძალული.
XS
SM
MD
LG