Accessibility links

შეერთებულმა შტატებმა აღიარა, რომ სირიის


შეერთებულმა შტატებმა აღიარა, რომ სირიის ხელისუფლება ცდილობს გადაკეტოს საზღვარი ერაყთან,

შეერთებულმა შტატებმა აღიარა, რომ სირიის ხელისუფლება ცდილობს გადაკეტოს საზღვარი ერაყთან,
რათა მოიერიშეებმა ვერ შესძლონ სირიიდან ერაყის ტერტიორიაზე გადასვლა. სახელმწიფო დეპარტამენტის პრესმდივანმა რიჩარდ ბაუჩერმა ამასთან დაკავშირებით განაცხადა [რიჩარდ ბაუჩერის ხმა]: "უკანასკნელი რამდენიმე თვის განმავლობაში ჩვენ გავხდით მოწმენი იმისა, როგორ ცდილობს სირიის მთავრობა - უფრო მკაცრი კონტროლი დააწესოს ერაყის მოსაზღვრე რაიონში. ჩვენ მივესალმებით ამ ძალისხმევას, თუმცა მიგვაჩნია, რომ უფრო მეტია გასაკეთებელი. სირია რჩება მთავარ სატრანზიტო მარშრუტად იმ უცხოელი მოიერიშეებისთვის, ვისაც ერაყში სურს შეღწევა. აუცილებელია, რომ ეს გზა ერთხელ და სამუდამოდ გადაიკეტოს" - ეს იყო სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი რიჩარდ ბაუჩერი.
XS
SM
MD
LG