Accessibility links

ისრაელის მთავარმა ბრალმდებელმა რეკომენდაცია გაუწია


ისრაელის მთავარმა ბრალმდებელმა რეკომენდაცია გაუწია პრემიერ-მინისტრ არიელ შარონისათვის ბრალდების წაყენებას კორუფციის სკანდალის მიჩქმალვის გამო.

ისრაელის მთავარმა ბრალმდებელმა რეკომენდაცია გაუწია პრემიერ-მინისტრ არიელ შარონისათვის ბრალდების წაყენებას კორუფციის სკანდალის მიჩქმალვის გამო.
იუსტიციის სამინისტროს განცხადებით, მთავარმა ბრალმდებელმა ედნა არბელმა ეს რეკომენდაცია მისცა გენერალურ პროკურორ მენახემ მაზუზს, რომელზეც დამოკიდებულია საბოლოო გადაწყვეტილება იმის შესახებ, წარდგება თუ არა პრემიერ-მინისტრი სასამართლოს წინაშე. შარონისაგან ოპოზიცია და თავისი მთავრობის წევრები მოითხოვენ გადადგომას, თუ მაზუზი მის წინააღმდეგ საქმეს აღძრავს. შარონი კი უარყოფს, რომ დაარღვია კანონი უძრავ ქონებასთან დაკავშირებულ გარიგებაში. იუწყებიან ასევე, რომ პალესტინელების გასამხედროებულ მოძრაობა "ჰამასის" ახალმა მეთაურმა აბდელ აზიზ რანტისიმ "ღვთისა და ისლამის მტერი" უწოდა ამერიკელ პრეზიდენტს, ჯორჯ ბუშს: [რანტისის ხმა] "ვიცით, რომ ბუში ღვთის მტერია, ის არის ისლამის, მუსულმანების მტერი. ამერიკა ღმერთს ომს უცხადებს. შარონი ღმერთს ომს უცხადებს. ღმერთი ომს უცხადებს ამერიკას, ბუშს და შარონს". ეს სიტყვები რანტისიმ კვირას ღაზის ისლამურ უნივერსიტეტში გამოსვლისას წარმოთქვა. მისი წინამორბედი "ჰამასის" მეთაურის პოსტზე, შეიხი აჰმედ იასინი თითქმის ერთი კვირის წინ მოკლა ისრაელმა.
XS
SM
MD
LG