Accessibility links

logo-print

თურქეთში ადგილობრივმა არჩევნებმა, როგორც ჩანს


თურქეთში ადგილობრივმა არჩევნებმა, როგორც ჩანს, დამაჯერებელი გამარჯვება მოუტანა მმართველ "სამართლიანობისა და განვითარების პარტიას".

თურქეთში ადგილობრივმა არჩევნებმა, როგორც ჩანს, დამაჯერებელი გამარჯვება მოუტანა მმართველ "სამართლიანობისა და განვითარების პარტიას".
შედეგად, წინასწარი ინფორმაციით, მერების პოსტები პრემიერ-მინისტრ რეჯეპ ტაიპ ერდოანის პარტიას ერგო მსხვილ ქალაქებში, მათ შორის სტამბოლსა და დედაქალაქ ანკარაში. იუწყებიან ასევე, რომ ძალადობის აქტებმა კენჭისყრამდე და კენჭისყრის დროს სულ ცოტა 6 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. დაჭრილია ათობით ადამიანი. ძალადობის აქტები აღირიცხა უმეტესწილად ქურთების რაიონებში, აღმოსავლეთ და სამხრეთაღმოსავლეთ თურქეთში. ერთი ასეთი ინციდენტისას, მმართველი სამართლიანობისა და განვითარების პარტიის ადგილობრივი კანდიდატის ძმა მოკლეს ოპოზიციური სოციალ-დემოკრატიული პარტიის მომხრეებთან ჩხუბში. თურქეთში აღრიცხულია 43,5 მილიონი ამომრჩეველი.
XS
SM
MD
LG