Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ძალადობის აქტები ხელს უშლის ერაყში


ძალადობის აქტები ხელს უშლის ერაყში უცხოეთიდან დახმარების შეტანას.

ძალადობის აქტები ხელს უშლის ერაყში უცხოეთიდან დახმარების შეტანას.
ამის შესახებ განაცხადა ერაყის გარდამავალი მთავრობის წევრმა დაგეგმვის მინისტრმა მეჰდი ჰაფეზიმ. ჰაფეზის თქმით, უცხოელი დონორები ფეხს ითრევენ თავიანთი დაპირებების შესრულებაზე ერაყში უშიშროების მხრივ მძიმე მდგომარეობის გამო და იმის გამოც, რომ ქვეყანა დღემდე ოკუპირებულია ამერიკელი და მათი მოკავშირე სამხედროების მიერ. დღესვე ჰაფეზმა აღნიშნა, რომ ინფლაციის მაჩვენებელი ერაყში განახევრდა ბოლო სამი თვის მანძილზე და ახლა 28 პროცენტს შეადგენს. ამ ინფორმაციით, ეკონომიკის მდგომარეობა სულ უფრო უმჯობესდება.
XS
SM
MD
LG