Accessibility links

logo-print

საპარლამენტო არჩევნები საქართველოში შედგა.


საპარლამენტო არჩევნები საქართველოში შედგა.

საპარლამენტო არჩევნები საქართველოში შედგა.
ამის შესახებ განაცხადა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ ზურაბ ჭიაბერაშვილმა. მის ხელთ არსებული ინფორმაციით, თბილისის დროით 17 საათისთვის კენჭისყრაში მონაწილეობა ჰქონდა მიღებული 1 158 729 ამომრჩეველს, რაც ნიშნავს, რომ არჩევნები შედგა. საღამოს 8 საათზე საარჩევნო უბნები დაიხურა. ეგზიტპოლების მაჩვენებლები ასეთია: "ნაციონალურ მოძრაობა-დემოკრატებს" ერგო 78,6 პროცენტი, მეორე ადგილზეა საარჩევნო ბლოკი " მემარჯვენე ოპოზიცია, მრეწველები, ახლები" - 4,8 პროცენტი, შემდეგ მოდიან "ლეიბორისტული პარტია" - 4,4; "აღორძინება" - 3,7 და ა.შ. ეს ნიშნავს, რომ ხმების 7-პროცენტიანი ბარიერი, რომლის გადალახვა აუცილებელია პარლამენტში მოსახვედრად, დაძლია ერთადერთმა პარტიამ. ამასთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა საარჩევნო უბნების დახურვის შემდეგ გამართულ პრეს-კონფერენციაზე აღნიშნა: [სააკაშვილის ხმა - იხ. აუდიოვერსია]. დღევანდელი საპარლამენტო არჩევნები იყო განმეორებითი კენჭისყრა და მოჰყვა შარშან 2 ნოემბერს გამართულ კენჭისყრას, რომლის შედეგები ნაწილობრივ გაუქმდა გაყალბების ბრალდების საფუძველზე.
XS
SM
MD
LG