Accessibility links

logo-print

როგორ აფასებენ სადამკვირვებლო მისიები 28 მარტის საპარლამენტო არჩევნებისას აღმოჩენილ დარღვევებს?


მოლოდინი იმისა, რომ 28 მარტის საპარლამენტო არჩევნებიც მნიშვნელოვანი დარღვევებით ჩატარდებოდა, გამართლდა.

მიუხედავად იმისა, რომ მმართველი პოლიტიკური ძალის პოპულარობა არჩევნებში მის გამარჯვებას საეჭვოს არ ხდიდა, ხელისუფლებისადმი განსაკუთრებული დამოკიდებულების მქონე რეგიონებში მმართველი ძალის სასარგებლოდ არჩევნების გაყალბებას მაინც ჰქონდა ადგილი.

გაყალბებისა და კანონდარღვევის ფაქტებს აღნუსხავს რამდენიმე საერთაშორისო და ქართული სადამკვირვებლო მისია.

ქვემო ქართლი ყოველთვის გამოირჩეოდა თავისი საარჩევნო სპეციფიკით. იქ ხელისუფლებაში მყოფი პოლიტიკური ძალა ყოველთვის იმარჯვებდა და თანაც საგრძნობი უპირატესობით. ამის გამო ოპოზიციას არაერთხელ მწვავედ გაუკრიტიკებია შევარდნაძის ხელისუფლება, თუმცა თავად ამ ოპოზიციის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ქვემო-ქართლში ბევრი არაფერი შეცვლილა. იქ 28 მარტის საპარლამენტო არჩევნებისას იმაზე მეტი და უხეში დარღვევები აღმოაჩინეს ვიდრე პოლიტიკური დაძაბულობის ცენტრში, აჭარაში.

[თამარ ჟვანიას ხმა] "ჩვენ ვაფიქსირებთ, რომ ყველაზე მძიმე დარრვევები ფიქსირდება ისევ ქვემო-ქართლის რეგიონში მარკირების წესების, ბიულეტენების გაცემის წესების, სხვის მაგივრად ხმის მიცემისა და მრავალჯერადი ხმის მიცემის ფაქტები. მარნეულში სოფელ ქუთლარში ბიულეტენებს ყუთში ყრიან საერთოდ არასრულწლოვანები. იქ რა ხდება, აღარავინ არ იცის. მარკირება არ ხდება საერთოდ და ტოტალური ქაოსია."

ეს იყო "სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების" წარმოამდგენლის თამარ ჟვანიას განცხადება, რომელის შეფასებებსაც იზიარებს ფონდი "სამართლიანი არჩევნები" და "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაც". ამ უკანასკნელი ორგანიზაციის სადამკვირვებლო მისიის წევრის ინფორმაციით ქვემო-ქართლის უმეტეს უბანზე ადგილი ჰქონდა ე.წ. "კარუსელს", როდესაც ერთი ამომრჩეველი რამდენჯერმე აძლევდა ხმას. ასეთი კარუსელის ზოგიერთ მონაწილეს სახელისუფლებო პარტიის ნომერი ხელის გულზეც კი ჰქონდათ ჩანიშნული ბიულეტენების შევსებისას მეტი სიზუსტის დასაცავად.

ხელისუფლებისა და საარჩევნო ადმინისტრაციათა წარმომადგენლები მარნეულის მსგავსად აგიტაციას ეწეოდნენ ბოლნისის რაიონის საარჩევნო უბნებშიც.

მაგალითად, 30-ე უბანში სახელისუფლებო პარტიის საარჩევნო ნომერი ბიულეტენებში წინასწარვე იყო შემოხაზული. მეტნაკლები დარღვევები იყო ქვემო-ქართლის სხვა უბნებშიც. ამას ასე აფასებს "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" წარმომადგენელი ქეთი ხუცისშვილი

[ქეთი ხუციშვილის ხმა - იხ. აუდიოვერსია]

თუ როგორ აისახა სადამკვირვებლო მისიების მიერ აღმოცენილი დარღვევები არჩევნების შედეგებზე, ეს უფრო ნათელი გახდება ეგზითპოლების გამოქვეყნების შემდეგ, ანუ საარჩევნო უბნების დახურვისთანავე.
XS
SM
MD
LG