Accessibility links

logo-print

თბილისში პრესკონფერენცია გამართა ეუთოს მორიგე


თბილისში პრესკონფერენცია გამართა ეუთოს მორიგე თავმჯდომარის საგანგებო კოორდინატორმა,

თბილისში პრესკონფერენცია გამართა ეუთოს მორიგე თავმჯდომარის საგანგებო კოორდინატორმა,
მოკლევადიან დამკვირვებელთა მისიის ხელმძღვანელმა, ბრუს ჯორჯმა.
მისი თქმით, ოთხი თვის წინათ გამართულ საპარლამენტო არჩევნებთან შედარებით საქართველომ დიდი ნაბიჯი გადადგა წინ დემოკრატიზაციისკენ მიმავალ გზაზე. [ჯორჯის ხმა] "საქართველოს ხელისუფლებამ არ გაუშვა შესაძლებლობა, ბოლო 4 თვეში საარჩევნო პროცესი ბევრად უფრო ახლოს მიიყვანა ევროპის სტანდარტებთან, რომელსაც იგი დემოკრატიულ არჩევნებს უყენებს".
ამავე დროს, ბრუს ჯორჯმა ისიც აღნიშნა, რომ გუშინ მოწყობილი არჩევნები უნაკლო არ ყოფილა და თავიანთ შენიშვნებს უცხოელი მეთვალყურეები გამოთქვამენ ანგარიშში, რომელიც ამჟამად მომზადების სტადიაშია.
XS
SM
MD
LG