Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის სამოქალაქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა პოლ


აშშ-ის სამოქალაქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა პოლ ბრემერმა დღეს სადამ ჰუსეინის რეჟიმში კორუპციის გამომძიებელი ჯგუფის

აშშ-ის სამოქალაქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა პოლ ბრემერმა დღეს სადამ ჰუსეინის რეჟიმში კორუპციის გამომძიებელი ჯგუფის
შექმნის შესახებ გამოაცხადა: [ბრემერის ხმა] "გაერომ და ერაყის მმართველმა საბჭომ დაიწყო გამოძიება, რათა გაირკვეს, მართლაც იხმარება თუ არა პროგრამა "ნავთობი სურსათის ნაცვლად" რომელიც ერაყის ხალხისთვის დახმარებისთვის შეიქმნა, სრულიად სხვა მიზნებით.ლაპარაკია იმაზე, რომ მიღებული ფული, სხვა, სრულიად უკანონო მიზნებს ხმარდებოდა. ინსპექტორები დაემორჩილებიან დამოუკიდებელ მთავარ რევიზორს.
აშშ-ის ადმინისტრაციის მაღალი რანგის ოფიციალურმა პირმა გამოაცხადა, რომ იარაღის მაძიებლებმა მიაგნეს სადამ ჰუსეინის პროგრამის ახალ დეტალებს. მაგრამ ლაპარაკი არ არის მასობრივი განადგურების იარაღზე. შეიარაღებული სამსახურების სენატის კომიტეტის სხდომაზე, იარაღის მიკვლევის საგანგებო მრჩეველმა ცენტრალურ სადაზვერვო სამმართველოში ჩარლზ დიუფლერმა თქვა, რომ ერაყის მეცნიერები მუშაობდნენ შორი მოქმედების ბალისტიკური რკეტების და პილოტგარეშე საფრენი აპარატების შექმნაზე. დიუფლერმა თქვა, რომ ისინი გაეროს ლიმიტს - 149 კილომეტრს აჭარბებდნენ.
XS
SM
MD
LG