Accessibility links

პალესტინელთა ავტონომიის პრემიერ-მინისტრმა აჰმედ ყურეიმ


პალესტინელთა ავტონომიის პრემიერ-მინისტრმა აჰმედ ყურეიმ დაგმო ისრაელებზე თავდასხმა და ახლო აღმოსავლეთში სამშვიდობო პროცესის გააქტიურების მოწოდებით გამოვიდა.

პალესტინელთა ავტონომიის პრემიერ-მინისტრმა აჰმედ ყურეიმ დაგმო ისრაელებზე თავდასხმა და ახლო აღმოსავლეთში სამშვიდობო პროცესის გააქტიურების მოწოდებით გამოვიდა.
პალესტინის ავტონომიის საკანონმდებლო ორგანოს სხდომაზე გამოსვლისას ყურეიმ თქვა: [ყურეის ხმა] "ჩვენ ვგმობთ პალესტინელების მხრიდან თავდასხმებს, ვინაიდან ეს ზიანს აყენებს პალესტინელი ხალხის ბრძოლას, ზიანს აყენებს ჩვენს ურთიერთობებს მსოფლიო თანამეგობრობასთან, ძირს უთხრის ჩვენს ეკონომიკას და ისრაელის მთავრობას საბაბს აძლევს დასახლებებისა და ეგრეთწოდებული დამცავი კედლის მშენებლობის გაგრძელებისთვის." დღეს დილით 15-მა ებრაელმა იერუსალიმის პალესტინურ რაიონში ორი სახლი დაიკავა. მოხდა შეტაკება მათსა და პალესტინელებს შორის.
XS
SM
MD
LG