Accessibility links

logo-print

ერაყში შეერთებული შტატების სამხედრო სარდლობა


ერაყში შეერთებული შტატების სამხედრო სარდლობა იტყობინება, რომ დღეს კოალიციის ჯარებისთვის მომუშავე ოთხი სამოქალაქო პირი დაიღუპა, მას მერე, რაც მათ ავტომანქანებს ცეცხლი გაუხსნეს ერაყის ქალაქ ფალუჯაში.

ერაყში შეერთებული შტატების სამხედრო სარდლობა იტყობინება, რომ დღეს კოალიციის ჯარებისთვის მომუშავე ოთხი სამოქალაქო პირი დაიღუპა, მას მერე, რაც მათ ავტომანქანებს ცეცხლი გაუხსნეს ერაყის ქალაქ ფალუჯაში.
ეს განცხადება ბაღდადში გააკეთა შეერთებული შტატების ბრიგადის გენერალმა მარკ კიმეტმა. კიმეტს არ დაუსახელებია დაღუპულთა ვინაობა. დღესვე ერაყში ამერიკის ხუთი სამხედრო დაიღუპა, როცა მათი ავტომანქანის ქვეშ ბომბი აფეთქდა. ბაღდადის ჩრდილოეთით მდებარე ქალაქ ბაყუბაში კი ასევე ავტომანქანის აფეთქების შედეგად დაიღუპა მძღოლი და რამდენიმე ადამიანი დაიჭრა.
XS
SM
MD
LG