Accessibility links

logo-print

რუსეთმა შესაძლოა გააძლიეროს თავისი ბირთვული


რუსეთმა შესაძლოა გააძლიეროს თავისი ბირთვული პოტენციალი, თუკი ნატო არ გაითვალისწინებს მოსკოვის შეშფოთებას კავშირის გაფართოების თაობაზე.

რუსეთმა შესაძლოა გააძლიეროს თავისი ბირთვული პოტენციალი, თუკი ნატო არ გაითვალისწინებს მოსკოვის შეშფოთებას კავშირის გაფართოების თაობაზე.
ამის შესახებ ნათქვამია განცხადებაში, რომელიც დღეს გამოაქვეყნა რუსეთის სახელმწიფო დუმამ ნატოს კავშირში აღმოსავლეთი ევროპისა და ბალტიისპირეთის შვიდი სახელმწიფოს მიღების თაობაზე. განცხადებაში აგრეთვე ხაზგასმითაა ნათქვამი, რომ თუკი ნატოს ჯარები დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის წევრი ქვეყნების ტერიტორიაზე განლაგდება, რუსეთი შესაძლოა გამოვიდეს საერთაშორისო ხელშეკრულებებიდან ჩვეულებრივი შეიარაღების შესახებ.
XS
SM
MD
LG