Accessibility links

logo-print

უზბეკეთის პოლიციის ცნობით, დღეს ტაშკენტის


უზბეკეთის პოლიციის ცნობით, დღეს ტაშკენტის გარეუბანში შეიარაღებულმა მებრძოლებმა მძევლები აიყვანეს სამართალდამცავ ორგანოებთან შეტაკების დროს, რომელიც ტაშკენტში უკანასკნელ აფეთქებას მოჰყვა.

უზბეკეთის პოლიციის ცნობით, დღეს ტაშკენტის გარეუბანში შეიარაღებულმა მებრძოლებმა მძევლები აიყვანეს სამართალდამცავ ორგანოებთან შეტაკების დროს, რომელიც ტაშკენტში უკანასკნელ აფეთქებას მოჰყვა.
როგორც ჩვენი რადიოს კორესპონდენტი ფირუზა ჯორაევა იტყობინება, ვითარება რთულია. [ჯორაევას ხმა] "ჩვენს გარშემო ხალხი ამბობს, რომ აფეთქება მოხდა კოლეჯში, მაგრამ ამის დადასტურება არ შემიძლია, ვინაიდან რაიონი ჩაკეტილია. შემთხვევის ადგილზე სასწრაფო დახმარების სულ ცოტა ათი მანქანა გაემართა. უნდა ვივარაუდოთ, რომ არის მსხვერპლი, მაგრამ ჯერჯერობით არ არის ამის დამადასტრუბელი მონაცემები." ჯერჯერობით არ არის მთლად ნათელი, რა კავშირია აფეთქებასა და მძევლების აყვანას შორის. პოლიციის ცნობით, ხელისუფლება მოლაპარაკებებს აწარმოებს გამტაცებლებთან.
XS
SM
MD
LG