Accessibility links

logo-print

ერაყში ამერიკული ადმინისტრაციის ხელმძღვანელ პოლ


ერაყში ამერიკული ადმინისტრაციის ხელმძღვანელ პოლ ბრემერის განცხადებით, დაუსჯელი არ დარჩება თავდასხმები,

ერაყში ამერიკული ადმინისტრაციის ხელმძღვანელ პოლ ბრემერის განცხადებით, დაუსჯელი არ დარჩება თავდასხმები,
რომელთა მსხვერპლი გუშინ 4 სამოქალაქო პირი და 5 ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე გახდნენ. [ბრემერის ხმა] "მოკლეს 5 მამაცი ჯარისკაცი. შემდეგ თავს დაესხნენ ორ ავტომანქანას, რომლებშიც 4 ამერიკელი იმყოფებოდა და მათი გვამები ბარბაროსულად დაასახიჩრეს. ეს არის საზარელი, გაუმართლებელი მოქმედება და ეწინააღმდეგება ყველა რელიგიურ მოძღვრებას, მათ შორის ისლამს, ისევე როგორც ცივილიზებული საზოგადოების პრინციპებს. ამ ადამიანების დახოცვა დაუსჯელი არ დარჩება". ეს სიტყვები პოლ ბრემერმა წარმოთქვა ერაყის პოლიციის აკადემიის კურსდამთავრებულებთან შეხვედრაზე. ამერიკული სამხედრო წყაროების ინფორმაციით, გასული თვის მანძილზე, ერაყში სულ ცოტა 48 ამერიკელი ჯარისკაცია დაღუპული.
XS
SM
MD
LG