Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვაზიანის სამხედრო ბაზაზე საზეიმო ღონისძიებებით


ვაზიანის სამხედრო ბაზაზე საზეიმო ღონისძიებებით აღინიშნა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მე-11 ბრიგადის დაარსების მე-12 წლისთავი.

ვაზიანის სამხედრო ბაზაზე საზეიმო ღონისძიებებით აღინიშნა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მე-11 ბრიგადის დაარსების მე-12 წლისთავი.
ზეიმს დაესწრნენ საქართველოს პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი, პარლამენტის თავმჯდომარე, სხვა ოფიციალური პირები. პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა კმაყოფილება გამოთქვა ქართველი სამხედროების საბრძოლო მომზადებით. მანვე სამხედროების წინაშე გამოსვლისას აღნიშნა, რომ ქვეყნის ტერიტორიაზე, გარდა საქართველოს შეიარაღებული ძალებისა, მოქმედების სამი არალეგალური არმია - "შეიარაღებული ბანდიტური ფორმირებები". [სააკაშვილის ხმა - იხ. აუდიოვერსია] სააკაშვილს არ უთქვამს, ვის გულისხმობს "შეიარაღებული ბანდიტური ფორმირებებით", მაგრამ საქართველოს საინფორმაციო საშუალებებში გამოთქვამენ ვარაუდს, რომ სააკაშვილს მხედველობაში ჰყავდა შეიარაღებული პირები აჭარაშიც.
XS
SM
MD
LG