Accessibility links

თბილისს ესტუმრა სომხეთის თავდაცვის მინისტრი


თბილისს ესტუმრა სომხეთის თავდაცვის მინისტრი, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი სერჟ სარქისიანი.

თბილისს ესტუმრა სომხეთის თავდაცვის მინისტრი, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი სერჟ სარქისიანი.
ის დღესვე შეხვდა ქართველ კოლეგას, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანს, ვანო მერაბიშვილს, შეიარაღებული ძალების გენშტაბის უფროსს გივი იუკურიძეს, პრემიერ-მინისტრ ზურაბ ჟვანიას, მოგვიანებით კი პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს. როგორც სარქისიანმა ჯერ კიდევ თბილისის აეროპორტში უთხრა ჟურნალისტებს, ის წამოჭრიდა სოჭი-ერევნის სარკინიგზო მაგისტრალის აღდგენის საკითხს. მანვე ვანო მერაბიშვილთან შეხვედრამდე ჩვენს კორესპონდენტს უთხრა: [სერჟ სარქისიანის ხმა] "ჩვენთვის მნიშვნელოვანია საკითხები, რომლებიც უკავშირდება ტვირთის გადაზიდვას, სატრანსპორტო კომუნიკაციას, რადგანაც, როგორც ცნობილია, ტვირთის უდიდესი ნაწილი სომხეთში საქართველოს გავლით ჩამოდის".
XS
SM
MD
LG