Accessibility links

logo-print

დღეს პალესტინის ლიდერმა იასირ არაფატმა


დღეს პალესტინის ლიდერმა იასირ არაფატმა ისრაელის პრემიერ-მინისტრის არიელ შარონის ამასწინანდელ განცხადებაზე პირველი

დღეს პალესტინის ლიდერმა იასირ არაფატმა ისრაელის პრემიერ-მინისტრის არიელ შარონის ამასწინანდელ განცხადებაზე პირველი

კომენტარი გააკეთა. საქმე ეხება მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით გავრცელებულ ინტერვიუს, რომელშიც შარონი ამბობს, რომ იგი ისრაელის ხალხს არაფატის მოკვლას ვერ აუკრძალავს.

არაფატმა დღეს თავის შტაბბინაში, რამალაში განაცხადა, რომ იგი საკუთარ უსაფრთხოებაზე მეტად, ხალხზე ღელავს.

შეერთებულმა შტატებმა, ბრიტანეთმა, ევროკავშირმა და იორდანიამ შარონი აღნიშნული განცხადების გამო მკაცრად გააფრთხილეს.

დღესვე ისრაელის საშინაო უსაფრთხოების მინისტრმა ძაჰი ჰანეგბიმ გააქარწყლა პალესტინის ლიდერის შესაძლო მკვლელობასთან დაკავშირებული ეჭვები. თუმცაღა ისრაელის საზოგადოებრივი რადიოს ეთერში განაცხადა, რომ ამერიკა სამიზნეების შერჩევას ვერ აუკრძალავს ისრაელს, რადგან იგი ავღანეთსა და ერაყში თავადაც ანალოგიურად იქცევა.
XS
SM
MD
LG