Accessibility links

logo-print

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სპეციალური წარმომადგენელი


გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სპეციალური წარმომადგენელი ლაკდარ ბრაჰიმი ერაყში, სუვერენიტეტის ადგილობრივი

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სპეციალური წარმომადგენელი ლაკდარ ბრაჰიმი ერაყში, სუვერენიტეტის ადგილობრივი

ხელისუფლებისთვის გადაცემის საკითხზე მოლაპარაკებების გასამართად უახლოეს დღეებში ჩავა.

დღეს ერაყის დროებითი მმართველი საბჭოს წევრმა, მუვაფაქ ალ რუბაიმ განაცხადა, რომ ბრაჰიმის უმნიშვნელოვანესი ვიზიტი სამშაბათამდე შედგება. გუშინ შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა უფრო კონკრეტული დღე, ორშაბათი დაასახელა.

ბრაჰიმის უკანასკნელი ვიზიტი ერაყში გასულ თებერვალს შედგა-მოლაპარაკებების საგანი მაშინაც ერაყის სუვერენიტეტზე გადასვლის ღონისძიებები და არჩევნები იყო.

ერაყში კი დღეს სახალხო პროტესტის ხმა რამდენიმე ქალაქში გაისმა. ბაღდადში შიიტ მუსლიმანთა რელიგიური ლიდერის მუქტადა ალ სადრის მიმართ ლოიალურად განწობილმა ათასობით შეუიარაღებელმა ადამიანმა გაზეთ ალ ჰავზას დახურვის გამო საპროტესტო მსვლელობა მოაწყო.

ბასრაში დემონსტრანტები სამუშაო ადგილების მოთხოვნით გამოვიდნენ. შეტაკება მოხდა პოლიციასთან.

კირკუკში ასობით არაბმა და თურქმენმა ქურთთა მაქსიმალური უფლებების გამო გამოთქვა პროტესტი.


XS
SM
MD
LG