Accessibility links

logo-print

საფრანგეთის პრეზიდენტი ჟაკ შირაკი დღეს


საფრანგეთის პრეზიდენტი ჟაკ შირაკი დღეს ოფიციალურ ვიზიტად მოსკოვში იმყოფება. რუსეთის პრეზიდენტთან ვლადიმერ პუტინთან

საფრანგეთის პრეზიდენტი ჟაკ შირაკი დღეს ოფიციალურ ვიზიტად მოსკოვში იმყოფება. რუსეთის პრეზიდენტთან ვლადიმერ პუტინთან


მოლაპარაკებების თემებია რუსეთ-საფრანგეთის ორმხრივი ურთიერთობები, ანტიტერორისტული ღონისძიებები და საერთაშორისო საკითხები.
შირაკმა, პუტინის მიწვევით მოინახულა მოსკოვის მახლობლად კრასნოზნამენსკიში განლაგებული კოსმოსური მართვის მთავარი ცენტრი, შირაკი პირველი დასავლელი ლიდერია, რომელსაც ამ საიდუმლო ობიექტის დათვალიერების საშუალება მიეცა.
შირაკის ერთდღიანი ვიზიტი მოსკოვში ნატოს ალიანსის რუსეთის საზღვრებთან გაფართოვებიდან გასული ერთი დღის შემდეგ იმართება.
ამასთან დაკავშირებით პუტინმა ჯერ კიდევ გუშინ მოსკოვში მყოფ გერმანიის კანცლერს, გერხარდ შრიოდერს განუცხადა, რომ რუსეთს ნატოს გაფართოვების არ ეშინია. თუმცაღა შენიშნა, რომ ნატოს გაფართოვება მას საერთაშორისო უსაფრთხოების პრობლემების მოგვარების გარანტად არ ესახება.

XS
SM
MD
LG