Accessibility links

logo-print

დღეს სლოვაკეთის ამომრჩეველი ქვეყნის პრეზიდენტს


დღეს სლოვაკეთის ამომრჩეველი ქვეყნის პრეზიდენტს ირჩევდა. სლოვაკეთის ხუთწლიანი მართვის უფლებას ერთმანეთს 11 კანდიდატი

დღეს სლოვაკეთის ამომრჩეველი ქვეყნის პრეზიდენტს ირჩევდა.
სლოვაკეთის ხუთწლიანი მართვის უფლებას ერთმანეთს 11 კანდიდატი


ეცილებოდა. მათგან გამარჯვების მეტი შანსები აქვთ ქვეყნის ახლანდელ პრეზიდენტს რუდოლფ შუსტერს, საგარეო საქმეთა მინისტრი ედუარდ კუკანის და ყოფილ პრემიერ მინისტრ ვლადიმირ მესიარს, რომელმაც ძალაუფლება 1998 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ დაკარგა.
თუ კანდიდატთაგან ვერც ერთი ვერ მოიპოვებს ხმათა 50 პროცენტს, მაშინ 17 აპრილს არჩევნების მეორე ტური ჩატარდება. საარჩევნო უბნები თბილისის დროით 11 საათზე დაიხურა.
დღესვე ამომრჩეველი მონაწილეობდა რეფერენდუმში, რომლის პირობა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება იყო.
არჩევნების შედეგები ხვალ გამოცხადდება.
სლოვაკეთი ამ დღეებში ოფიციალურად გაწევრიანდა ნატოში. 1 მაისს დანარჩენ 9 სახელმწიფოსთან ერთად, იგი ევროკავშირის წევრი გახდება.
XS
SM
MD
LG