Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ესპანეთის შინაგან საქმეთა მინისტრის ანხელ


ესპანეთის შინაგან საქმეთა მინისტრის ანხელ ასებესის თქმით, როგორც ჩანს, 11 მარტის ტერაქტების მომწყობთა ლიდერი იყო ერთ-ერთი ტერორისტობაში ეჭვმიტანილი იმ ოთხი პირიდან,

ესპანეთის შინაგან საქმეთა მინისტრის ანხელ ასებესის თქმით, როგორც ჩანს, 11 მარტის ტერაქტების მომწყობთა ლიდერი იყო ერთ-ერთი ტერორისტობაში ეჭვმიტანილი იმ ოთხი პირიდან,
რომლებმაც გუშინ თავი აიფეთქეს, როცა ისინი პოლიციამ აღმოაჩინა. დღეს ასებესმა თქვა, რომ სერჰანე ბენ აბდელმაჯიდ ფარხეთი, ზედმეტსახელად "ტუნისელი", იყო იმ ეჭვმიტანილთა შორის, რომლებიც მადრიდის მახლობლად მდებარე სახლში იმყოფებოდნენ, როცა მათ პოლიციამ შემოარტყა ალყა. ასებესის თქმით, ერთი პოლიციელი დაიღუპა და 15 ადამიანი დაიჭრა ოპერაციის მსვლელობაში. მისივე თქმით, პოლიციამ აღმოაჩინა ასაფეთქებელი ნივთიერება, რაც იმაზე მიანიშნებს, რომ ეჭვმიტანილები ახალ აფეთქებებს გეგმავდნენ. ესპანეთმა ბენ ადბელმაჯიდ ფარხეთისა და ხუთი მაროკოელის დაპატიმრების ორდერი გასცა. ესპანეთის ხელისუფლებას 15 ეჭვმიტანილი ჰყავს დაკავებული 11 მარტს მადრიდის ოთხ მატარებელში მომხდარ აფეთქებებთან დაკავშირებით, რომელთაც 191 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.
XS
SM
MD
LG