Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ასლან აბაშიძისთვის "გაუგებარია", რატომ უნდა


ასლან აბაშიძისთვის "გაუგებარია", რატომ უნდა შეიქმნას ცენტრალურსა და რეგიონულ ხელისუფლებებს შორის

ასლან აბაშიძისთვის "გაუგებარია", რატომ უნდა შეიქმნას ცენტრალურსა და რეგიონულ ხელისუფლებებს შორის
უფლებამოსილებათა გამიჯვნის შესახებ ახალი დოკუმენტი, რომელიც საქართველოს და აჭარის კონსტიტუციაზე მაღლა იდგებოდა.
აჭარის ლიდერის თქმით, საქართველოსა და აჭარის ავტონომიის კონსტიტუციები უმაღლესი სახელმწიფო კანონია, რომელიც უფლებამოსილია გამიჯნოს ცენტრსა და რეგიონს შორის ურთიერთობები. გუშინ ასლან აბაშიძე ბათუმში შეხვდა საქართველოში ევროსაბჭოს გენერალური მდივნის წარმომადგენელს პლამენ ნიკოლოვს. შეხვედრის შემდეგ ნიკოლოვმა განაცხადა, რომ აბაშიძემ მას გააცნო იმ შეთანხმებების შესრულების მიმდინარეობა, რომელიც მიღწეულ იქნა 18 მარტს პრეზიდენტ სააკაშვილსა და ასლან აბაშიძეს შორის. ნიკოლოვი მიესალმა იმ ფაქტს, პრეზიდენტის წარმომადგენლებმა უკვე დაიწყეს საქმიანობა სარფის საბაჟოზე და ბათუმის პორტში, ავტონომიაში გაუქმებულია საგანგებო მდგომარეობა.
XS
SM
MD
LG