Accessibility links

საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ორდღიანი


საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ორდღიანი ვიზიტით ეწვია ბრიუსელს.

საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ორდღიანი ვიზიტით ეწვია ბრიუსელს.
დღესვე მიხეილ სააკაშვილმა მოლაპარაკება გამართა ევროკომისიის პრეზიდენტთან რომანო პროდისთან და საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროპის კავშირის კოორდინატორთან ხავიერ სოლანასთან. პროდისთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე სააკაშვილმა განაცხადა, რომ ევროკავშირი საქართველოს, დახმარების სახით, 15 მილიონ ევროს გამოუყოფს. ბრიფინგზე გამოსვლისას, სააკაშვილმა დასძინა, რომ თუ საქართველოში მიმდინარე დადებითი ტენდენციები გაგრძელდა და მოხერხდა ტერიტორიული კონსოლიდაცია, 3-4 წელიწადში ქვეყანა მზად იქნება ევროკავშირის წევრობისთვის. თავის მხრივ, ამავე ბრიფინგზე, ევროკომისიის პრეზიდენტმა რომანო პროდიმ განაცხადა, რომ ევროპის კავშირი მიესალმება საქართველოში დემოკრატიული რეფორმების გატარების გეგმას. ამასთანავე, პროდის თქმით, ევროკავშირი უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებს საქართველოს სუვერენობასა და ტერიტორიულ მთლიანობას. რაც შეეხება ხავიერ სოლანას, მან განაცხადა, რომ ევროპის კავშირში გასაწევრიანებლად მოლაპარაკების დაწყებამდე საქართველომ უნდა მოაგვაროს მის წინაშე მდგარი უმწვავესი პრობლემები, როგორიცაა კორუფცია და ორგანიზებული დანაშაული. ხვალ მიხეილ სააკაშვილი ბრიუსელშივე შეხვდება ნატოს გენერალურ მდივანს იაპ დე ჰოოპ სხეფერს.
XS
SM
MD
LG