Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მესამე დღეა, ერაყში გრძელდება ცხარე


მესამე დღეა, ერაყში გრძელდება ცხარე შეტაკებები კოალიციის ჯარებსა და ადგილობრივ შეიარაღებულ შენაერთებს შორის.

მესამე დღეა, ერაყში გრძელდება ცხარე შეტაკებები კოალიციის ჯარებსა და ადგილობრივ შეიარაღებულ შენაერთებს შორის.

ბრძოლების შედეგად დანაკარგი განიცადა ორივე მხარემ. ბაღდადის სამხრეთით, ქალაქ ქუთში, ერთ-ერთი შეტაკებისას უკრაინელი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა. ნასირიაში გაიმართა ბრძოლა მეამბოხეებსა და იტალიელ ჯარისკაცებს შორის, რის შედეგადაც 15 ერაყელი დაიღუპა. ქალაქ ქარბალაში ერაყელები თავს დაესხნენ საერთაშორისო კონტინგენტის ბულგარელსა და პოლონელ მოსამსახურეებს. ორივე მხარეს არიან დაჭრილები. საინფორმაციო სააგენტოების ცნობით, ბოლო ორი დღის მანძილზე ერაყში შვიდი ამერიკელი ჯარისკაცი დაიღუპა. ბრძოლები გრძელდება ანბარის პროვინციის უდიდეს ქალაქ ფალუჯაში.
XS
SM
MD
LG